"მსოფლიოს 7 საოცრება" არის study point-ის შემეცნებითი და შემოქმედებითი სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია 8-14 წლის ბავშვებისთვის და მიზნად ისახავს:

🖌️ შემეცნებითი და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

🖌️ თიხასთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას;

🖌️ კოგნიტური და თითის მოტორული უნარების განვითარებას.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან ძველი მსოფლიოს 7 საოცრების ისტორიას და თიხით ძერწვის ტექნიკის გამოყენებით შექმნიან საკუთარ სამგანზომილებიან ნამუშევარებს. პროგრამის დასრულების შემდეგ ბავშვებს საკუთარი ნამუშევარი თან მიაქვთ.

პროგრამა მოიცავს 7 შეხვედრას, რომელიც ჩატარდება კვირაში ერთხელ. დღე და დრო დაზუსტდება ჯგუფის ფორმირების შემდეგ.

ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 6 - 10 ბავშვი. პროგრამა დაიწყება მხოლოდ ჯგუფის ფორმირების შემთხვევაში. 

პროგრამის ღირებულება - 140 ლარი, რომელშიც შედის სამუშაო და სახარჯი მასალები.