Study Point და საბავშვო მუსიკალური სტუდია “ჩიკო”, ნინო ჩაჩავას მუსიკალური ხელმძღვანელობით, გთავაზობთ მუსიკალურ პროგრამას 4-დან 13 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სადაც ბავშვები შეისწავლიან ასაკზე მორგებულ საესტრადო სიმღერებს აგრეთვე, სავარჯიშოების მეშვეობით ისწავლიან სწორ სუნთქვას, სწორი ბგერის პოზიციას, მრავალხმიანობაში სიმღერას, რომელშიც ჩართული იქნება მეტყველების და რიტმიკის სავარჯიშოები.
ჩვენი მუსიკალური პროგრამა სასურველი შედეგისა და წარმატების მომტანია.
🎙️ ვოკალური ჯგუფები: 4-6, 7-9 და 10-12 წელი, რომელშიც მიიღებიან როგორც ბიჭები, ისე გოგონები შესაბამისი მონაცემების არსებობის შემთხვევაში.
🎙️ ჯგუფებში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა: 15 მოსწავლე
პროგრამის ფარგლებში ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში, ღონისძიებებსა და კონკურსებში.
მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს.
ყოველთვიური გადასახადი - 140 ლარი, დედმამიშვილებზე მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება.