ახალი ენების ცენტრი მრავალი წელია რაც არსებობს და წარმატებით ამზადებს ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს, როგორც ეროვნული ისე კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისათვის (KET, PET, FCE, CAE).
ახალი ენების ცენტრის წარმატებული მუშაობის დასტურია 6000-მდე კურსდამთავრებული და კემბრიჯის სერტიფიკატის 2000-ზე მეტი მფლობელი. კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე ჩვენს მოსწავლეებს 100% წარმატება აქვთ PET-ის გამოცდაზე, FCE გამოცდაზე - 98% და CAE გამოცდაზე - 100%.
სასწავლო პროგრამებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომელთაც აქვთ უცხო ენის სწავლების საერთაშორისო სატრენინგო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება.