ჩვენი მოსამზადებელი პროგრამა სპეციალურადაა შექმნილი, რომ წარმატებით ჩააბარო კემბრიჯის გამოცდები და მიიღო სერტიფიკატი, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებულია უნივერსიტეტებისა და დამსაქმებლების მიერ.  ეს გამოცდები აუმჯობესებენ სწავლის და კარიერული წინსვლის პერსპექტივას, სწავლების მეთოდის ხარისხის და თავად სერტიფიკატების სანდოობის გამო.

რატომ Cambridge სერტიფიკატები?

✅ საერთაშორისო აღიარება – კარიერა და სწავლა მსოფლიოს 130+ ქვეყანაში

✅ უვადო ვალიდურობა – სერტიფიკატი მოქმედებს მთელი ცხოვრების განმავლობაში

✅ მიზნობრივი სწავლება – ყურადღება გამოცდის ფორმატზე, სტრატეგიებსა და პრაქტიკულ უნარებზე

✅ სტრუქტურირებული დონეები – A2-დან C2-მდე ეტაპობრივად


🔸შესაძლო კვალიფიკაციები: A2 Key (KET), B1 Preliminary (PET), B2 First (FCE), C1 Advanced (CAE).

🔹სწავლების ხანგრძლივობა: ერთი აკადემიური წელი

🔸სწავლების ფორმატი: ჯგუფური, ადგილზე დასწრებით

🔹ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 3-8 მოსწავლე

🔸მეცადინეობების ინტენსივობა: კვირაში ორჯერ ან სამჯერ (დონის შესაბამისად)

🔹მეცადინეობების ხანგრძლივობა: 1.5-2 სთ (დონის შესაბამისად)

🔸წლიური გადასახადი: 1500 ლარიდან  (განისაზღვრება ცოდნის დონის შესაბამისად, რისთვისაც მოსწავლეს ჩაუტარდება ტესტირება ან/და გასაუბრება)

სასწავლო პროგრამის სრულად გავლის შემდეგ მოსწავლე მომზადებულია კემბრიჯის უნივერსიტეტის შესაბამისი დონის საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებელი გამოცდისთვის.