ახალგაზრდა საზრიანთა კლუბი არის STUDY POINT-ის ერთ-ერთი ინოვაციური სასწავლო მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებსა და მოზარდებში მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, გონების და მეხსიერების გავარჯიშებას, ყურადღებისა და დაკვირვებულობის კონცენტრაციას, ვიზუალური და სივრცითი აღქმის გაუმჯობესებას, რაც დაეხმარება მათ სწავლაში და ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში.