ხანგრძლივობა: 3 თვე - 12 შეხვედრა (ოქტომბერი - დეკემბერი). შეხვედრები ჩატარდება ყოველ შაბათ დღეს.
ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 8-12 მონაწილე. ჯგუფები დაკომპლექტდება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.
მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2.5-3 სთ (მცირე შესვენებებით).
სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სახალისო აქტივობებისა და თამაშების მეშვეობით, ბავშვები:
გაეცნობიან კლასგარეშე ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, მოახდენენ სხვადასხვა ტიპის ტექსტებიდან მიღებული ინფორმაციის გააზრებას, მსჯელობასა და დასკვნების გამოტანას; ასევე შეისწავლიან პრაქტიკული გრამატიკის თავისებურებებს;
იმუშავებენ ლოგიკური ამოცანების გააზრებასა და ამოხსნაზე, თავსატეხ დავალებებზე, ამოცანის პირობის წაკითხვასა და გააზრებაზე. რაც დაეხმარება მათ თვითშეფასების ამაღლებაში, უკეთესად ფიქრსა და ლოგიკურ აზროვნებაში;
ფერადი პლასტელინების და საღებავების გამოყენებით, სასურათე სიბრტყეზე, შექმნიან სხვადასხვა თემატიკის შემოქმედებით და რელიეფურ ნახატებს;
პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით ისწავლიან წინადადებებში სიტყვების სწორად და გამართულად წარმოთქმას, მოახდენენ სიტყვებში თანხმოვან კომფლექტების სწორ ფორმირებას, განვითარებენ ეფექტური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარებს.
გადასახადი: 540 ლარი (ერთიანად გადახდის შემთხვევაში 500 ლარი, ყოველთვიური 180 ლარი)