„ლოგიკა და პრაქტიკული მათემატიკა“ არის STUDY POINT-ის ინოვაციური სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია 5-9 კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს:

1️⃣ მათემატიკის სამყაროში მოგზაურობას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები საფუძვლიანად ისწავლიან:

2️⃣ ტექსტის გააზრების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას

მათემატიკური ლოგიკა აუცილებელია არა მხოლოდ სასკოლო საგნებში წარმატების მისაღწევად და კონკურსებში გამარჯვებისთვის, არამედ ეს უნარები ბავშვს ასწავლის სიტუაციების მოდელირებას, შედარებას და საუკეთესო გადაწყვეტილებების არჩევას რეალურ ცხოვრებაში. ამავდროულად ტექსტის გააზრების უნარი მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ტექსტებიდან მიღებული ინფორმაციის გააზრების, ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირების, დასკვნების გამოტანისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვისთვის.