ინგლისური ენის აკადემიური სწავლების პროგრამა სკოლის მოსწავლეთათვის, კემბრიჯის სერტიფიკატებზე ორიენტირებული სწავლების კომპონენტით
სასწავლო პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეთათვის 3 კლასიდან (9 წლიდან) და ითვალისწინებს იმ 4 ძირითადი უნარ-ჩვევის (კითხვა, წერა, საუბარი და მოსმენა) გაუმჯობესებას, რომელიც ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობისთვის არის საჭირო.
ჩვენი მოსამზადებელი პროგრამა სპეციალურადაა შექმნილი, რომ წარმატებით ჩააბარო კემბრიჯის გამოცდები და მიიღო სერტიფიკატი, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებულია უნივერსიტეტებისა და დამსაქმებლების მიერ.
🔸შესაძლო დონეები: A1, A2, B1, B2, C1, C2
🔹სწავლების ხანგრძლივობა: ერთი აკადემიური წელი (დონის შესაბამისად)
🔸სწავლების ფორმატი: ჯგუფური, ადგილზე დასწრებით
🔹ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 3-8 მოსწავლე
🔸მეცადინეობების ინტენსივობა: კვირაში ორჯერ ან სამჯერ (დონის შესაბამისად)
🔹მეცადინეობების ხანგრძლივობა: 1.5-2 სთ (დონის შესაბამისად)
🔸წლიური გადასახადი: 1500 ლარიდან (განისაზღვრება ცოდნის დონის შესაბამისად, რისთვისაც მოსწავლეს ჩაუტარდება ტესტირება ან/და გასაუბრება)
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე, გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.