"ფრანგული ენა" სკოლის მოსწავლეთათვის
სასწავლო პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეთათვის და მიზნად ისახავს ფრანგულად მეტყველების, კომუნიკაციის, წერა-კითხვის, გამოთქმისა და ინტონაციის უნარ-ჩვევების შესწავლასა ან/და გაუმჯობესებას.
პროგრამა მოიცავს როგორც ზოგადი, ასევე აკადემიური ფრანგული ენის პროგრამის კომპონენტებს. სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები, უახლესი სასწავლო ლიტერატურა და აუდიო-ვიდეო მასალები.
🔸სწავლების დონე: დამწყები
🔹სწავლების ხანგრძლივობა: 9 თვე
🔸სწავლების ფორმატი: ჯგუფური, ადგილზე დასწრებით
🔹ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 5-8 ბავშვი
🔸მეცადინეობების ინტენსივობა: კვირაში ორჯერ
🔹მეცადინეობების ხანგრძლივობა: 1 სთ
🔸ყველთვიური გადასახადი: თვეში 120 ლარი
სასწავლო პროგრამის დაწყებამდე ჩატარდება უფასო საცდელი გაკვეთილი.
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.