ხელოვანთა კლუბი – შემოქმედებითი სივრცე ბავშვებისთვის
ხელოვანთა კლუბი არის ადგილი, სადაც ბავშვები ეცნობიან ხელოვნების მრავალფეროვან სამყაროს, ინვითარებენ ფანტაზიას, მოთმინებასა და საკუთარი იდეების გამოხატვის უნარს. პროგრამა სპეციალურად შედგენილია ისე, რომ პატარა ხელოვანებმა სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენებით აღმოაჩინონ საკუთარი სტილი და ინტერესები.
სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ შემოქმედებით კომპონენტებს:
🎨 ხატვა და ფერწერა – ბავშვები იმუშავებენ ფუნჯებით, ფანქრებითა და საღებავებით, შეისწავლიან ფერების შერწყმას და საკუთარი ემოციების ფურცელზე გადატანას.
🖌️ პლასტელინოგრაფია – უნიკალური მეთოდი, რომელიც აერთიანებს ხატვასა და ძერწვას. პლასტელინით შექმნილი რელიეფური სურათები ავითარებს ბავშვების წარმოსახვასა და სივრცით აზროვნებას.
🧱 ძერწვა თიხითა და პლასტელინით – ბუნებრივი მასალებით მუშაობა ხელს უწყობს მოტორიკის, კონცენტრაციისა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას.
✂️ გრაფიკა და აპლიკაცია – ხაზის, ფორმისა და ფერის ექსპერიმენტებით ბავშვები ქმნიან ორიგინალურ ნამუშევრებს და სწავლობენ კომპოზიციის საფუძვლებს.
ხელოვანთა კლუბში ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ ხელოვნებას, არამედ იღებენ ბედნიერებას შემოქმედებითი პროცესისგან და ინვითარებენ უნარებს, რომლებიც ცხოვრებაში ყოველთვის გამოადგებათ.