"ჩემი ფერმა" არის study point-ის ინოვაციური და შემოქმედებითი სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია 4-12 წლის ბავშვებისთვის და მიზნად ისახავს:

🖌️ სივრცითი, მხატვრული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

🖌️ პლასტელინთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას;

🖌️ კოგნიტური და თითის მოტორული უნარების განვითარებას.

სასწავლო პროგრამა წარიმართება ძერწვის მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით. პროგრამის ფარგლებში ბავშვები ფერადი პლასტელინების და სხვადასხვა ბუნებრივი მასალების (ხე, კრაფტი, და სხვა) გამოყენებით შექმნიან საკუთარ სამგანზომილებიან ნამუშევარს - ფერმას. პროგრამის დასრულების შემდეგ ბავშვებს მთლიანი ნამუშევარი თან მიაქვთ.

პროგრამის ხანგრძლივობაა: 2 თვე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ (1-1.5 სთ ხანგრძლივობის). შესაძლო დღეები: ხუთშაბათი, შაბათი.

ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 6 - 10 ბავშვი. 

ყოველთვიური გადასახადი - 120 ლარი, რომელშიც შედის სამუშაო და სახარჯი მასალები.