სამგანზომილებიანი გრაფიკა (3D) არის სპეციალიზირებული ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ახდენენ ობიექტების, საგნების პერსპექტივაში წარმოდგენას კომპიუტერის ეკრანზე. 3D გრაფიკა დღეს ფართო პოპულარობით სარგებლობს. იგი გამოიყენება გამოსახულებების შესაქმნელად არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში, კინოინდუსტრიაში, ტელევიზიაში, კომპიუტერულ თამაშებში, ბეჭდვით პროდუქციაში და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.
ამავდროულად 3DS Max არის პროფესიონალური 3D ანიმაციის, მოდელირებისა და რენდერის ერთ ერთი წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება არქიტექტურული მოდელირებისთვის, პროდუქტის დიზაინისა და წარმოების კოლექციისთვის. თითქმის ყველა ინდუსტრია იყენებს ამ პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა მიზნებისთვის და მისი შესწავლა განსაკუთრებით პერსპექტიულია თამაშების დიზაინერებისთვის.