JAVA ერთ-ერთი სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო პროგრამირების ენაა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ მთელს მსოფლიოში სხვადასხვა პროექტების შესაქმნელად, მათ შორის Android აპლიკაციების შესაქმნელად. JAVA იდეალური ენაა კოდირების შესწავლის მსურველთათვის, რომელიც ეხმარება მათ სხვადასხვა აპლიკაციებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში.
JAVA ენა იძლევა მაღალი ანაზღაურების მიღების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. Android აპლიკაციების უმეტესობა, რომელთა მოხმარების რაოდენობა სტაბილურად იზრდება, სწორედ Java-შია კოდირებული. შესაბამისად Java Developers ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესიაა IT ინდუსტრიაში. მას განვითარებისთვის იყენებენ ისეთი დიდი და ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Airbnb, Google, Microsoft, Amazon, Spotify, eBay და ა.შ.