სასწავლო კურსი განკუთვნილია მოზარდებისთვის 14 წლის ასაკიდან, რომელთაც სურთ პროგრამირების სფეროში განვითარება და Python-ის საფუძვლიანად შესწავლა.
პროგრამა ითვალისწინებს სწავლებას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით და მოიცავს პრაქტიკული დავალებების შესრულებას როგორც ადგილზე, ასევე საშინაო დავალების გზით. მოსწავლეები ისწავლიან სპეციალურად შექმნილი სასწავლო პლატფორმის მეშვეობით. ყველა მეცადინეობა იწერება, შესაბამისად მოსწავლეებს შეეძლებათ განვლილი მასალის და სასწავლო რესურსების მუდმივად თალყურის დევნება/ხელახლა ნახვა. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო სასწავლო რესურსით.
მინიმალური მოთხოვნები: ინგლისური ენის და მათემატიკის ცოდნა ელემენტალურ დონეზე; Python-ის საბაზისო ცოდნა.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე
სწავლების ფორმა: ჯგუფური, ადგილზე დასწრებით/ჰიბრიდული.
ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 6-12 მოსწავლე
მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, ოთხშაბათი (დისტანციური) და შაბათი (დასწრებული). მეცადინეობის ხანგრძლივობა 2 საათი.
ყოველთვიური გადასახადი: 260 ლარი
სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ პროექტებზე და დაწერენ რეალური აპლიკაციების მოდულებს. პროგრამის დასასრულს გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, ნამუშევრების წარდგენა და შეფასება. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.