კერამიკის მოხატვის მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები იმოგზაურებენ ზღაპრულ სამყაროში და თავის ფანტაზიით, კერამიკული ჭურჭელზე, შექმნიან განსაკუთრებულ და უნიკალურ ნამუშევრებს.

მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან საღებავების ტიპებს, მოხმარების წესებს და და განივითარებენ:

🖌️ კერამიკასთან დაკავშირებული კომპოზიციის გამოყენების უნარებს

🖌️ ფერის, პროპორციის, რიტმის გრძნობას

🖌️ მხატვრულ და შემოქმედებით აზროვნებას


მასტერკლასები შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ დღეს. შაბათ-კვირას ჯავშნები შეზღუდულია.

🔸ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ - 2 სთ

🔸თემატიკა და კომპოზიცია: შეირჩევა სურვილისამებრ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

შესაძლებელია შემდეგი თემები: ყვავილები, დედის დღე, დედაენის დღე, აღდგომა, ბავშვთა დაცვის დღე, დამოუკიდებლოების დღე, წყლის სამყარო, ცხოველები, შემოდგომა, ახალი წელი და სხვა.

🔸ჯგუფში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა: 30 ბავშვი. 


მასტერკლასის ღირებულება - 20 და მეტი ბავშვის შემთხვევაში თითო ბავშვის მონაწილეობა - 25 ლარი. 16-20 ბავშვის შემთხვევაში - ბავშვი 30 ლარი. 15 და ნაკლები ბავშვის შემთხვევაში 35 ლარი. ფასში შედის პედაგოგის/დამრიგებლის მონაწილეობაც. შაბათ-კვირას ერთი ბავშვის ღირებულებას ემატება 5 ლარი.

მასტერკლასებზე ბავშვები უზრუნველყოფილ იქნებიან ყველა საჭირო მასალით. ბავშვებს ნამუშევრები თან მიაქვთ.