დეკორატიული პანო - ეს არის შემოქმედებითი არტ-ვორქშოპი ბავშვებისთვის, სადაც პატარა მონაწილეები შერეული ტექნიკის გამოყენებით შექმნიან ფერად, ტექსტურულ და მოცულობით 3D პანოს „ყვავილები ლარნაკში“. მასტერკლასი აერთიანებს მხატვრობას, დეკორატიულ ხელოვნებას და ხელით მუშაობის ელემენტებს, რაც პროცესს ხდის როგორც შემოქმედებითს, ისე საგანმანათლებლოს.
👉 რა გელით მასტერკლასზე:
✅ რელიეფური (მოცულობითი) ელემენტების შექმნა
✅ სხვადასხვა ფერის შერჩევა და ერთმანეთთან შეხამება
✅ სხვადასხვა მასალის გამოყენება განსხვავებული ზედაპირისა და ეფექტის მისაღებად
✅ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო შემოქმედებითი გარემო
🎨 ბავშვები ისწავლიან:
✅ როგორ შევქმნათ მოცულობითი ფორმები შერეული ტექნიკით
✅ როგორ დავგეგმოთ და ავაწყოთ დაბალანსებული კომპოზიცია
✅ როგორ შევუხამოთ ფერები და შევქმნათ ჰარმონიული ვიზუალური ეფექტი
✅ როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა დეკორატიული მასალა სწორად და უსაფრთხოდ
✨ მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები ამავდროულად განივითარებენ:
🖌️ წვრილ და სენსორულ მოტორულ უნარებს
🖌️ კონცენტრაციისა და დაკვირვების უნარს
🖌️ ფერთა პროპორციისა და კომპოზიციის აღქმას
🖌️ კრეატიულობას, წარმოსახვასა და ესთეტიკურ გემოვნებას
🖌️ სოციალურ უნარებს და გუნდურ თანამშრომლობას
მასტერკლასი განკუთვნილია ბავშვებისთვის მე-5 კლასიდან და შესაძლოა ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. შაბათ-კვირას ჯავშნები შეზღუდულია.
🔸ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ
🔸ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 15-28 ბავშვი.
მასტერკლასის ღირებულება: 15-20 ბავშვის შემთხვევაში ერთი ბავშვის მონაწილეობა - 40 ლარი. 20-ზე მეტის ბავშვის შემთხვევაში - 35 ლარი. 15 ზე ნაკლები ბავშვის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. ფასში შედის ერთი პედაგოგის/დამრიგებლის მონაწილეობაც.
მასტერკლასის ბოლოს თითოეული მონაწილე სახლში წაიღებს საკუთარ, ხელნაკეთ 3D პანოს — უნიკალურ დეკორაციას, რომელიც გაალამაზებს მათ ოთახს ან გახდება განსაკუთრებული საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის.