ეკო დედამიწა - ეს არის შემოქმედებითი მასტერკლასი ბავშვებისთვის, სადაც მონაწილეები პლასტილინისა და დეკორატიული ელემენტების გამოყენებით შექმნიან დედამიწის მხიარულ და სივრცულ გამოსახულებას. მასტერკლასი აერთიანებს ძერწვას, რელიეფურ ხელოვნებას და ხელით მუშაობის ელემენტებს, რაც პროცესს ხდის როგორც შემოქმედებითს, ისე საგანმანათლებლოს.

👉 რა გელით მასტერკლასზე:

✅ რელიეფური (მოცულობითი) ელემენტების შექმნა

✅ დედამიწისა და ბუნების ელემენტების ფორმირება პლასტილინით

✅ სხვადასხვა ფერის შერჩევა და ერთმანეთთან ჰარმონიული შეხამება

✅ სხვადასხვა მასალის გამოყენება განსხვავებული ტექსტურისა და ეფექტის მისაღებად

✅ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო შემოქმედებითი გარემო

🎨 ბავშვები ისწავლიან:

✅ როგორ შევქმნათ მოცულობითი ფორმები შერეული ტექნიკით

✅ როგორ დავგეგმოთ და ავაწყოთ დაბალანსებული კომპოზიცია

✅ როგორ შევუხამოთ ფერები და შევქმნათ ჰარმონიული ვიზუალური ეფექტი

✅ როგორ გამოვიყენოთ დეკორატიული მასალა სწორად და უსაფრთხოდ

მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები ამავდროულად განივითარებენ:

🖌️ ბუნებისადმი სიყვარულსა და ეკოლოგიურ ცნობიერებას 

🖌️ წვრილ და სენსორულ მოტორულ უნარებს

🖌️ კონცენტრაციისა და დაკვირვების უნარს

🖌️ კრეატიულობას, წარმოსახვასა და ესთეტიკურ გემოვნებას

🖌️ სოციალურ უნარებს და გუნდურ თანამშრომლობას

მასტერკლასი განკუთვნილია ბავშვებისთვის პირველი კლასიდან და შესაძლოა ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. შაბათ-კვირას ჯავშნები შეზღუდულია.

🔸ხანგრძლივობა:  1 სთ 30 წთ 

🔸ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 15-28 ბავშვი. 

მასტერკლასის ღირებულება: 15-20 ბავშვის შემთხვევაში ერთი ბავშვის მონაწილეობა - 30 ლარი. 20-ზე მეტის ბავშვის შემთხვევაში - 25 ლარი. 15 ზე ნაკლები ბავშვის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. ფასში შედის ერთი პედაგოგის/დამრიგებლის მონაწილეობაც. 

მასტერკლასის ბოლოს თითოეული მონაწილე სახლში წაიღებს საკუთარ ხელნაკეთ უნიკალურ დეკორატიულ კომპოზიციას „ეკო დედამიწა“.