დეკორატიული საპნის დამზადების მასტერკლასი არის სახალისო, შემეცნებითი და უსაფრთხო აქტივობა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები საკუთარი ხელით დაამზადებენ სხვადასხვა ფორმის სურნელოვან ფიგურებს.  

მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან საპნის დამზადების საიდუმლოებებს, ისწავლიან თუ როგორ იმუშაო ფორმასთან და ფერთან, ამავდროულად განივითარებენ:

🖌️ სენსორულ და მოტორულ უნარებს

🖌️ პრობლემის გადაჭრს უნარდა კრიტიკულ აზროვნებას 

🖌️ ფერისა და პროპორციის გრძნობას

🖌️ კრეატიულობას, წარმოსახვას და მხატვრულ აზროვნება

🖌️ პირადი ჰიგიენის დაცვის აღქმას


მასტერკლასები შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ დღეს (კვირის გარდა). შაბათ დღეს ჯავშნები შეზღუდულია.

🔸ხანგრძლივობა:  1 სთ - 1 სთ 30 წთ

🔸საპნის ფორმები: მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. შესაძლებელია: ცხოველები, ყვავილები, დესერტები, აღდგომა, შემოდგომა, ახალი წელი და სხვა.

🔸ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი. 


მასტერკლასის ღირებულება - ერთი ბავშვის მონაწილეობა - 30 ლარი. 15-ზე ნაკლები ბავშვის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. ფასში შედის პედაგოგის/დამრიგებლის მონაწილეობაც. 

მასტერკლასებზე ბავშვები უზრუნველყოფილ იქნებიან ყველა საჭირო მასალით. ბავშვებს საპნები თან მიაქვთ.