მხიარული პლასტელინოგრაფიის მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები ფერადი პლასტელინების გამოყენებით, სასურათე სიბრტყეზე, სხვადასხვა თემატიკის რელიეფურ ნახატებს შექმნიან.
პლასტელინოგრაფია არა მხოლოდ საინტერესო და მედიტაციური აქტივობაა, არამედ ძალიან სასარგებლოც. მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან პლასტელინის ისტორიას და განივითარებენ:
🖌️ სენსორულ და მოტორულ უნარებს
🖌️ პრობლემის გადაჭრის და კრიტიკულ აზროვნების უნარებს
🖌️ ფერის, პროპორციის, რიტმის გრძნობას
🖌️ კრეატიულობას, წარმოსახვას და მხატვრულ აზროვნებას
მასტერკლასები შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ დღეს (კვირის გარდა). შაბათ დღეს ჯავშნები შეზღუდულია.
🔸ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ
🔸თემატიკა და კომპოზიცია: შეირჩევა სურვილისამებრ,
შესაძლებელია შემდეგი თემები: ყვავილები, დედის დღე, დედაენის დღე, აღდგომა, ბავშვთა დაცვის დღე, დამოუკიდებლოების დღე, წყლის სამყარო, ცხოველები, შემოდგომა, ახალი წელი და სხვა.
🔸ჯგუფში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა: 30 ბავშვი.
მასტერკლასის ღირებულება - 20 ბავშვამდე ფიქსირებული 300 ლარი, ყოველი დამატებითი ბავშვი 15 ლარი. მცირე რაოდენობის ჯგუფის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. ფასში შედის პედაგოგის/დამრიგებლის მონაწილეობაც.
მასტერკლასებზე ბავშვები უზრუნველყოფილ იქნებიან ყველა საჭირო მასალით. ბავშვებს ნამუშევრები თან მიაქვთ.