სურნელოვანი სანთლების დამზადების მასტერკლასი არის სახალისო, შემოქმედებითი და უსაფრთხო აქტივობა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები საკუთარი ხელით შექმნიან უნიკალურ, სურნელოვან სანთლებს სხვადასხვა ფორმითა და ფერით.

მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან სანთლის დამზადების პროცესს, ისწავლიან როგორ იმუშაონ ცვილთან, ფორმებთან, ფერებსა და არომატებთან, ამავდროულად განივითარებენ:

🖌️ სენსორულ და მოტორულ უნარებს

🖌️ ყურადღების კონცენტრაციასა და თანმიმდევრულ აზროვნებას

🖌️ ფერისა და ფორმის შეგრძნებას

🖌️ კრეატიულობას, წარმოსახვას და ესთეტიკურ გემოვნებას

🖌️ ხელნაკეთი ნივთების შექმნისადმი ინტერესსა და პასუხისმგებლობის გრძნობას


მასტერკლასები შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ დღეს. შაბათ-კვირას ჯავშნები შეზღუდულია.

🔸ხანგრძლივობა:  1 სთ 30 წთ - 2 ს

🔸სანთლის ფორმები და თემატიკა: მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. შესაძლებელია: ცხოველები, ყვავილები, დესერტები, აღდგომა, შემოდგომა, ახალი წელი და სხვა.

🔸ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი. 


მასტერკლასის ღირებულება - ერთი ბავშვის მონაწილეობა - 35 ლარი (კვირის დღეებში)/ 40 ლარი (შაბათი-კვირა). 15-ზე ნაკლები ბავშვის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. ფასში შედის პედაგოგის/დამრიგებლის მონაწილეობაც. 

მასტერკლასებზე ბავშვები უზრუნველყოფილ იქნებიან ყველა საჭირო მასალით. დამზადებული სანთელი ბავშვებს თან მიაქვთ.