კრეატიული ხის საათი - ეს არის შემოქმედებითი მასტერკლასი, სადაც ბავშვები საკუთარი ხელით შექმნიან უნიკალურ, ფუნქციურ ხის საათს. მოსწავლეები იმუშავებენ ბუნებრივ მასალაზე და გააფორმებენ მას ინდივიდუალური დიზაინით. მასტერკლასი აერთიანებს მხატვრობას, დიზაინს და ხელით მუშაობის ელემენტებს, რაც პროცესს ხდის როგორც სახალისოს, ისე საგანმანათლებლოს.

👉 რა გელით მასტერკლასზე:

✅ ხის საათის ბაზის მომზადება და გაფორმება

✅ ინდივიდუალური დიზაინის შექმნა (ციფრები, ორნამენტები, ილუსტრაციები)

✅ ფერების შერჩევა და ერთმანეთთან შეხამება

✅ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო შემოქმედებითი გარემო

🎨 ბავშვები ისწავლიან:

✅ როგორ შევქმნათ საათის დიზაინი ნულიდან

✅ როგორ დავგეგმოთ და განვათავსოთ ელემენტები საათის ზედაპირზე

✅ როგორ შევუხამოთ ფერები და შევქმნათ ჰარმონიული ვიზუალი

✅ როგორ ვიმუშაოთ სხვადასხვა მასალასთან სწორად და უსაფრთხოდ

✨ მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები ამავდროულად განივითარებენ:

🖌️ წვრილ და სენსორულ მოტორულ უნარებს

🖌️ დეტალებზე კონცენტრაციისა უნარს

🖌️ სივრცით და ვიზუალურ აზროვნებას

🖌️ კრეატიულობასა და წარმოსახვას

🖌️ თვითგამოხატვისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს 

მასტერკლასი განკუთვნილია ბავშვებისთვის მე-2 კლასიდან და შესაძლოა ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. შაბათ-კვირას ჯავშნები შეზღუდულია.

🔸ხანგრძლივობა:  1 სთ 30 წთ - 2 ს

🔸ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 15-28 ბავშვი. 

მასტერკლასის ღირებულება: 15-20 ბავშვის შემთხვევაში ერთი ბავშვის მონაწილეობა - 40 ლარი. 20-ზე მეტის ბავშვის შემთხვევაში - 35 ლარი. 15 ზე ნაკლები ბავშვის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. ფასში შედის ერთი პედაგოგის/დამრიგებლის მონაწილეობაც. 

მასტერკლასის ბოლოს თითოეული მონაწილე სახლში წაიღებს საკუთარ ხელნაკეთ საათს, რომელიც გაალამაზებს მის ოთახს.