გთავაზობთ უნიკალურ მასტერკლასს, სადაც ბავშვები თავად შექმნიან დუბაის ნამდვილ შოკოლადს — არამარტო გემოთი, არამედ ფორმით, ფერებითა და ფანტაზიით.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის იტალიურ და ბელგიურ საკონდიტრო შოკოლადს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით, ხრაშუნა ტექსტურითა და რბილი დნობით. ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ იმუშაონ იმავე პროდუქტით, რაც საუკეთესოდ ითვლება არაბულ და ევროპულ საკონდიტრო სამყაროში.
მასტერკლასს უძღვება გამოცდილი კონდიტერი, რომელიც ბავშვებს არა მხოლოდ ამოგზაურებს შოკოლადის სამყაროში, არამედ აჩვენებს როგორ შეიძლება გემო გადაიქცეს ხელოვნებად.
სენსორული და მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად ბავშვები ისწავლიან:
🍫 როგორ მზადდება დუბაის შოკოლადი
🍫 როგორ იქმნება შოკოლადის ფიგურები და ფერები
🍫 როგორ გავაფორმოთ და შევფუთოთ საკუთარი ტკბილეული
🍫 და რაც მთავარია — როგორ დავტკბეთ საკუთარი შემოქმედებით