მოზარდობა ბავშვის ცხოვრებაში გარდამავალი ეტაპია, რომლის დროსაც მისი ინტერესები, აზროვნება და განცდები მნიშვნელოვნად იცვლება. 9-10 წლის ასაკიდან იწყება საკუთარი თავის მეტად ძიება, იცვლება განცდები, დამოკიდებულებები, ემოციური მდგომარეობა და ა.შ. ამ პროცესს შესაძლოა ბევრი გამოწვევა ახლდეს თან: თვითშეფასების დაწევა, ემოციური დისბალანსი, სამყაროს, ადამიანებისა და მოვლენების განსხვავებული აღქმა, კომუნიკაციის სირთულე, გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება და. ა.შ.

ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით ხელი შევუწყოთ მოზარდებს ცხოვრების ამ ეტაპის წარმატებით გავლაში, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ასაკობრივი კრიზისის დაძლევა და ფუნქციურ ინდივიდად ჩამოყალიბება.