ფსიქო-ემოციური კავშირი გარემომცველ სამყაროსთან და საკუთარ თავთან ბავშვის შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც სიცოცხლის პირველივე დღიდან საჭიროებს წახალისებას. სამყაროსადმი ნდობით განმსჭვალული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, გარემოსთან გაუცხოების, შიშისა და შფოთვის განწყობის არიდება ბავშვის განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
ბავშვის სკოლაში შესვლის პერიოდიდან იწყება სასკოლო საგნების შესწავლა, აკადემიურ ჩვევებში დაოსტატება, უნვითარდება ჯგუფთან მიკუთვნების განცდა, მეგობრული ურთიერთობის დამყარების სურვილი და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდს თავისი სირთულეები ახლავს და მათ განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, რათა ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარებას და მის ემოციურ კარგად ყოფნას შევუწყოთ ხელი.