2024-2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში
2024-2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში
თუ ხარ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე/აბიტურიენტი და გსურს ინგლისურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება, მაშინ ეს სასწავლო კურსი შენთვისაა. ჩვენ დაგეხმარებით გამოცდისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში/გაუმჯობესებაში.
ჩვენი სასწავლო-მოსამზადებელი კურსი სრულად შეესაბამება ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის სტანდარტებს და მოიცავს B1-B2 სირთულის ტექსტებზე მუშაობას (კითხვა, წერა, მოსმენა), გრამატიკას, ლექსიკასა და ენობრივი ფუნქციებს.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები ასევე გაეცნობიან ეროვნული გამოცდის ფორმატს, ივარჯიშებენ საგამოცდო ტესტების მსგავს ტესტებსა და დროის მენეჯმენტზე, მიიღებენ გამოცდისთვის საჭირო ტაქტიკურ რჩევებს.
სასწავლო კურსს უძღვება მაღალკვალიფიციური პედაგოგი ქეთევან ფურცხვანიძე, რომელსაც გააჩნია აბიტურიენტთა მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება. მისი მოსწავლეები აღწევენ მაქსიმალურ შედეგებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
სასწავლო კურსის დეტალები:
სწავლების მეთოდი: ჯგუფური, ადგილზე დასწრებით
მინიმალური ცოდნის დონე: კარგი A2-B1 (მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ცოდნის დონის შემოწმება და გასაუბრება)
კურსის განხორციელების ვადები: 2024 წლის 7 ოქტომბერი - 2025 წლის 30 ივნისი
მეცადინეობების ინტენსივობა: კვირაში 3 ჯერ (1.5 ასტრონომიული საათი). მეცადინეობის გრაფიკი დაზუსტდება მოსწავლესთან ურთიერთშეთანხმებით.
ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 3-4 მოსწავლე
კურსის სრული ღირებულება: 2300 ლარი. თანხის გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით ყოველთვიურად (გადახდის გრაფიკი დგება ინდივიდუალურად მშობელთან ურთიერთშეთანხმებით). ერთიანი გადახდის, ასევე ოჯახიდან 2 და მეტი მოსწავლის ჩართვის შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება.