სასკოლო მზაობას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ბავშვთა განვითარებაში. სკოლისათვის და შემდგომი ცხოვრებისათვის მომზადება კომპლექსური პროცესია და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მყარ საფუძველს წარმოადგენს. როდესაც ბავშვი სათანადოდ არის განვითარებული სასკოლო მზაობის კუთხით, იგი ბევრად უფრო პოზიტიურად და წარმატებით ერთვება საგაკვეთილო პროცესში, რაც მნიშვნელოვნია მის ცხოვრებისეული წინსვლისთვის.