გთავაზობთ ფარდაგის ქსოვის შემოქმედებით პროგრამას, რომლის ფარგლებში ბავშვები და მოზარდები შეისწავლიან: ფარდაგის დამზადების ძირითად პრინციპებს, სხვადასხვა ტექნიკას, ესკიზის მომზადების წესებს, საქსოვ დაზგაზე მუშაობას, ფერთა გამის და ქართული ეროვნული ორნამენტის თავისებურებებს.
სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვებსა და მოზარდებში ხელსაქმის პოპულარიზაციას, კრეატიული უნარების ჩამოყალიბებასა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
ტექნიკური დეტალები:
🟡 პროგრამის ხანგრძლივობა - 4 თვე
🟣 მეცადინეობები ჩატარდება ყოველ შაბათ დღეს, ხანგრძლივობა: 1:30 - 2 საათი;
🟢 ასაკი: 10-17 წელი.
🟣 ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 6-8 ბავშვი.
პროგრამის სრული ღირებულება: 600 ლარი, ყოველთვიური გადასახადი 150 ლარი.