ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბი არის პრაქტიკულ ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ინოვაციური სასწავლო მიმართულება, რომელიც მოიცავს სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ განმავითარებელ სასწავლო პროგრამებს სკოლის მოსწავლეთათვის.
პროგრამები რამდენიმე წელია რაც წარმატებით ხორციელდება და ხელს უწყობს ბავშვთა ცხოვრებისეული უნარების განვითარებას, თვითშეფასების და მოტივაციის ამაღლებას, პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას და ბავშვთა მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
სასწავლო პროგრამებს უძღვებიან ბავშვებთან მუშაობის და მსგავსი პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები.
განმავითარებელი პროგრამა 100-მდე ბავშვმა და მოზარდმა უკვე წარმატებით გაიარა.