გთავაზობთ უნიკალურ მასტერკლასს, სადაც ბავშვები სხვადახვა ტკბილეულის გამოყენებით საკუთარი ხელით შექმნიან შოკოლადის ნაძვისხეს - საახალწლოდ იდეალურ ტკბილეულ კომპოზიციას.

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის იტალიურ და ბელგიურ საკონდიტრო შოკოლადს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით, ხრაშუნა ტექსტურითა და რბილი დნობით. ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ იმუშაონ იმავე პროდუქტით, რაც საუკეთესოდ ითვლება ევროპულ საკონდიტრო სამყაროში.

მასტერკლასს უძღვება გამოცდილი კონდიტერი, რომელიც ბავშვებს არა მხოლოდ ამოგზაურებს შოკოლადის სამყაროში, არამედ აჩვენებს როგორ შეიძლება გემო გადაიქცეს ხელოვნებად.

🎄 რა გელით მასტერკლასზე:

🍫 საკუთარი ხელით შექმნილი შოკოლადის ნაძვის ხე, რომელსაც შეფუთული სახით შინ წაიღებენ.

🍫 ფერების, ტკბილეული კომპონენტებისა და დეკორატიული სტილის არჩევა 

🍫 თბილი და სადღესასწაულო გარემო

🎄 ბავშვები ისწავლიან:

🍫 ნაძვის ხის ფორმის აგებას ფენების მიხედვით

🍫 ტექსტურების კომბინირებას თხილეულის, ჩირის, შოკოლადისა და სხვადასხვა   დეკორატიული ელემენტების გამოყენებით

🍫 ტკბილეულის დეკორირებას სასურველი სტილით და ფანტაზიით