საახალწლო სათამაშოების დამზადების მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები იმოგზაურებენ ზამთრის ჯადოსნურ სამყაროში, სადაც საკუთარი ხელებით შექმნიან უნიკალურ, ინდივიდუალურ და განსაკუთრებულ ნაძვის ხის სათამაშოებს.

ბავშვები იმუშავებენ ხესთან, თიხასთან და აკრილის საღებავებთან, რითაც განივითარებენ შემოქმედებით უნარებს და საკუთარი ფანტაზიით შექმნიან საოცარ საახალწლო დეკორაციას.

მასტერკლასის განმავლობაში ბავშვები გაეცნობიან:

🪵 ხის და თიხის მასალებთან მუშაობის ძირითად ტექნიკებს

🎨 აკრილის საღებავების ტიპებსა და მოხმარების წესებს

✨ დეკორის, კომპოზიციისა და ფორმის დამუშავების საფუძვლებს 

და განივითარებენ:

🖌️ სივრცით და კომპოზიციურ აზროვნებას
🖌️ ფერის, პროპორციისა და რიტმის შეგრძნებას
🖌️ ხელოვნებით თვითგამოხატვისა და კრეატიული აზროვნების უნარს

მასტერკლასები შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ დღეს. შაბათ-კვირას ჯავშნები შეზღუდულია. 

ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ - 2 სთ

ჯგუფში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა: 30 ბავშვი. 

მასტერკლასის ღირებულება - 20 და მეტი ბავშვის შემთხვევაში თითო ბავშვის მონაწილეობა - 30 ლარი. 20 ზე ნაკლები ბავშვის შემთხვევაში - ბავშვი 35 ლარი. ფასში შედის პედაგოგის/დამრიგებლის მონაწილეობაც. შაბათ-კვირას ერთი ბავშვის ღირებულებას ემატება 5 ლარი.

მასტერკლასებზე ბავშვები უზრუნველყოფილ იქნებიან ყველა საჭირო მასალით. ღირებულებაში შედის 10 სმ დიამეტრის 2 ცალი სათამაშოს მომზადება/გაფორმება. ბავშვებს ნამუშევრები თან მიაქვთ.