🍭ჟელიბონების დამზადების მხიარული და შემოქმედებითი მასტერკლასი არის სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი კულინარიული ვორქშოპი, სადაც პატარა მონაწილეები საკუთარი ხელით ისწავლიან, როგორ მზადდება ყველასთვის საყვარელი ტკბილეული - ჟელიბონები.
👉 რა გელით მასტერკლასზე:
✅ საკუთარი ხელით დამზადებული ჟელიბონები ლამაზი შეფუთვით
✅ ფორმების, ფერების და გემოების გამორჩევა
✅ ჟელიბონის ოსტატის სერტიფიკატი
✅ უამრავი სიხარული და ტკბილი მოგონებები
🎨 ბავშვები ისწავლიან:
✅ როგორ მზადდება ჟელიბონის მასა
✅ როგორ ავურიოთ არომატები და ფერები
✅ როგორ ჩამოვასხათ მასა სპეციალურ ფორმებში
✅ როგორ დავიცვათ ჰიგიენა და უსაფრთხოება სამზარეულოში
✨ მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები ამავდროულად განივითარებენ:
🖌️ სენსორულ და მოტორულ უნარებს
🖌️ კოგნიტურ, შემოქმედებით და სოციალურ უნარებს
🖌️ ფერისა და პროპორციის გრძნობას
🖌️ კრეატიულობას, წარმოსახვას და მხატვრულ აზროვნებას
მასტერკლასები შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ დღეს (კვირის გარდა). შაბათ დღეს ჯავშნები შეზღუდულია.
🔸ხანგრძლივობა: 1 სთ - 1 სთ 30 წთ
🔸ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა: 15-25 ბავშვი.
მასტერკლასის ღირებულება - ერთი ბავშვის მონაწილეობა - 25 ლარი. 15 და ნაკლები ბავშვის შემთხვევაში თანხა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. ფასში შედის ერთი პედაგოგის/დამრიგებლის მონაწილეობაც.
ყველა ინგრედიენტი ეკოლოგიურად სუფთაა და უსაფრთხოა ბავშვებისთვის. მასტერკლასზე ბავშვებს ექნებათ ინდივიდუალური სამუშაო სივრცე და საჭირო ინსტრუმენტები.