სადღესასწაულო მასტერკლასები ბავშვებისთვის
გთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის სადღესასწაულო მასტერკლასებს ბავშვებისთვის, სადაც მონაწილეები შერეული ტექნიკის გამოყენებით სხვადასხვა თემატიკის ულამაზეს ნამუშევრებს შექმნიან. მასტერკლასები აერთიანებს მხატვრობას, დეკორატიულ ხელოვნებას და ხელით მუშაობის ელემენტებს, რაც პროცესს ხდის როგორც შემოქმედებითს, ისე საგანმანათლებლოს.
მასტერკლასის ბოლოს თითოეული მონაწილე სახლში წაიღებს საკუთარი ხელით შექმნილ უნიკალურ დეკორაციას.